17 ნოემბერი 2024,   07:31
ვრცლად
ლარის კურსის რეკორდულად გაუფასურების პარალელურად საწვავზე ფასები იმატებს

ლარის კურსის რეკორდულმა გაუფასურებამ საწვავის ფასზე გავლენა უკვე იქონია. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ფასი მცირდება, საქართველოში ნავთობპროდუქტების ღირებულება იზრდება და ეს ლარის კურსის გაუფასურებით არის გამოწვეული.

„ფასის მატება არის საშუალოდ სამი თეთრი დაფიქსირებული. ფასების მატებას განპირობებული არის საერთაშორისო ფასით და ლარის გაცვლითი კურსით დოლართან მიმართებაში. ამ ორი კომპონენტის ერთობლიობის შედეგად მიღებული მოცემულობით. ტენდენცია მიდის გლობალურ ბაზრებზე ფასების კლებისკენ და ეს რა თქმა უნდა პოზიტიური არის და სწორედ მისი დამსახურებაც არის რომ ჩვენთან არ მოხდა მასშტაბური და ტოტალური  ფასების მატება. უნდა ითქვას, რომ რა თქმა უნდა გადასახადების როგორც შემცირება ასევე მატება, ის პირდაპირ მოქმედებს საწვავის ფასზე,“-განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა.

სპეციალისტები ამბობენ, რომ ფასების ზრდის პროცესის შეჩერება ხელისუფლებას შეუძლია თუკი ნავთობპროდუქტების იმპორტიორებს აქცისზე გადასახადს შეუმცირებს.

​ 

ამავე თემაზე
დღის ამბები