17 ნოემბერი 2024,   08:47
ვრცლად
„ვაი, თუ გავიდა ვაშაძე დავიღუპებით და სამოქალაქო ომი მოხდება... ასეთი განწყობა საზოგადოებაში არ არის"-ლია მუხაშავრია

აღმოჩნდა, რომ საზოგადოების მოტყუება ადვილი აღარ არის - ასე ეხმაურება არჩვენების შედეგებს იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია.

მუხაშავრია ფიქრობს, რომ თუ გრიგოლ ვაშაძე მეორე ტურში გაიმარჯვებს, ეს უკვე დემოკრატიის მაჩვენებელია. უფლებადამცველის შეფასებით, არჩევნების ეს შედეგი მმართველ გუნდში არსებულმა დაპირისპირებამაც გამოიწვია.

„ვაი, თუ გავიდა ვაშაძე დავიღუპებით და სამოქალაქო ომი მოხდება და არეულობა იქნება და ასე და ისე მე ძალიან უსაგნო და უსაფუძვლო მგონია და ვფიქრობ, რომ საზოგადოებაში ასეთი განწყობა  ნამდვილად არ არის. სხვა საკითხია თუ ვიღაცას ეშინია გადატრიალების. სამხედრო -პოლიტიკური ოპერაციის. თუ ასეთი ინფორმაცია აქვთ, ესეც საზოგადოებისთვის საშიში არ არის იმიტომ, რომ ნუ რა ვქნათ, თვითონ შექმნეს ეს ვითარება, როდესაც სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაიკიდეს ვიღაცეები,“-განაცხადა ლია მუხაშავრიამ. 

დღის ამბები