17 ნოემბერი 2024,   08:53
ვრცლად
ლტოლვილთა დაცვისა და ინტეგრაციის საკითხებზე ორდღიანი რეგიონული კონფერენცია გაიხსნა

სახალხო დამცველის აპარატის ორგანიზებით, ლტოლვილთა დაცვისა და ინტეგრაციის საკითხებზე ორდღიანი რეგიონული კონფერენცია გაიხსნა. კონფერენციის მიზანი ლტოლვილთა დაცვისა და ინტეგრაციის საკითხებზე ევროპაში მოქმედი ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტის გამოცდილების გაზიარება და თავშესაფრის მაძიებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესწავლაა.

კონფერენციას გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის რეგიონული წარმომადგენელი დაესწრო.

„სახალხო დამცველის ოფისს უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის, რომ დაცული იყოს დევნილების, თავშესაფრის მაძიებელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებები. ჩვენი ოფისი მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს სახალხო დამცველის ოფისთან. ომბუდსმენები აკონტროლებენ როგორ სრულდება საერთაშორისო ვალდებულებები დევნილების, მოქალაქეოების არმქონე პირთა და თავშესაფრის მაძიებელთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებით.”-განაცხადა იოჰანეს ფან დერ კლააუმმა.

საქართველოს სახალხო დამცველის თქმით, ყოველწლიურად იზრდება თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა, რაც განაპირობებს ახალ გამოწვევებს.

„ყოველწლიურად იზრდება თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა, მათ შორის საქართველოშიც, რაც რა თქმა უნდა ერთის მხრივ იწვევს გარკვეული უსაფრთხოების თვალსაზრისით გამოწვევებს, თუმცა მეორეს მხრივ ასევე უსაფრთხოების გამოწვევების კვალ და კვალ არ უნდა დაგვავიწყდეს და არ უნდა იმოქმედოს ამ საკითხებმა არსებულ ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელ პირთა უფლებების დაცვის საკითხებზე.“-განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

შეხვედრაზე ლტოლვილთა სოციალურ ეკონომიკურ უფლებებზეც  ისაუბრეს.

დღის ამბები