17 ნოემბერი 2024,   08:54
ვრცლად
წაღებული მონუმენტები, დამტვრეული და განადგურებული ქვები - სოფელ მატანში 10-მდე საფლავი დაარბიეს

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში 10-მდე საფლავი დაარბიეს. ადგილობრივების ინფორმაციით, წაღებულია მონუმენტები, დამტვრეული და განადგურებულია საფლავის ქვები და მოპარულია მესერის ჯაჭვები.

მოსახლეობა დამნაშავის დასჯასა და მათ დროულ გამოვლენას ითხოვს. მათი თქმით, აუცილებელია საფლავებს დარაჯი იცავდეს. 

ადგილობრივების ინფორმაციით, პროცესი თითქმის სამი კვირის განმავლობაში მიმდინარეობს და მომხდარი ფაქტით არცერთი უწყება არ დაინტერესებულა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 177-ე, ქურდობის მუხლით დაიწყო.

დღის ამბები