17 ნოემბერი 2024,   08:34
ვრცლად
​მუქარა TI-ის აღმასრულებელ დირექტორზე - ეკა გიგაური თბილისის პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხეს

ეკა გიგაური თბილისის პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხეს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ ხელმძღვანელმა გამოძიებას მუქარის შემცველი გზავნილების შესახებ, დეტალური მიაწოდა ინფორმაცია. 

ეკა გიგაურის თქმით, მუქარის შემცველ შეტყობინებებში არსებული ფრაზეოლოგია ჰგავდა იმ განცხადებებს, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ არასამთავრობო სექტორის მისამართით გამოიყენა, როცა ისინი ფაშიზმის თანამონაწილეებად მოიხსენია. გიგაურმა შსს-ს გამოძიების მოთხოვნით თავად მიმართა. 

„მივაწოდე ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ ვისგან მივიღე მუქარა და რა გარემოებებში ჩავთვალე, რომ ეს მუქარა შეიძლება იყოს რეალური. რა თქმა უნდა, მე აქ ვისაუბრე იმაზე, რომ იმის გათვალისწინებით, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან იყო თავდასხმები სამოქალაქო სექტორზე და იმის გათვალისწინებით, რომ აგრესიული კამპანია დაიწყო facebook-ში, მაშინ ეს გზავნილი ცხადია, შეიძლებოდა ყოფილიყო რეალური და ზუსტად ამიტომ, ამ ყველაფერმა გამოიწვია ჩემი ქცევის შეცვლა, კონკრეტულად კი ის, რომ ვცდილობ მარტო არ გადავადგილდებოდე ფეხით ქალაქის ქუჩებში,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.

არასამთავრობო ორგანიზაციის ”კონსტიტუციის 42-ე მუხლი” გამგეობის წევრი დიმიტრი ხაჩიძე აცხადებს, რომ გამოძიება 151-ე, მუქარის მუხლით არის დაწყებული.

„გამოძიება საწყის ეტაპზეა, პირველად საგამოძიებო ქმედება იყო ჩატარებული. გამოკითხული იქნა განმცხადებელი, ანუ ეკა გიგაური. ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია სავარაუდო პირზე, დროზე, თარიღზე. შემდგომი ეტაპი უკვე გამოძიების საქმეა. ჩვენ ღია ვართ თანამშრომლობისთვის,“ - განაცხადა  დიმიტრი ხაჩიძემ.

დღის ამბები