17 ნოემბერი 2024,   08:42
ვრცლად
ვეღარ ვყიდულობ მედიკამენტებს... ვერაფერი ვერ ვიყიდე ბაზარში - გაუფასურებული ლარი, რომელიც მოსახლეობის ჯიბეზე დრამატულად აისახება

ეროვნული ბანკის კურსით ლარი მცირედით გამყარდა - 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7170 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7203 ლარი იყო. 

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებზე ჯერ არ ასახულა. 1 დოლარის ღირებულება აქ 2.73 თეთრს აღწევს. გაცილებით მაღალია ერთი დოლარის ღირებულება კომერციულ ბანკებში. აქ ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2 ლარი და 75 თეთრია.

ბოლო პერიოდში, გაუფასურებული ლარის გამო, იზრდება ფასები. პროდუქტები მედიკამენტები და საწვავი უკვე გაძვირდა, ფასების მატება კი მოსახლეობის ჯიბეზე დრამატულად აისახება. მოქალაქეები და პენსიონერები ამბობენ, რომ პროდუქტებზე ფასების ზრდის გამო, მის ყიდვას ვეღარ ახერხებენ.

„ვიყავი ბაზარში და ფიზიკურად ვერაფერი ვერ ვიყიდე, იმიტომ რომ კატასტროფაა...უნდა ვინატროთ ის წარსული?“- აღნიშნა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

გარდა ამისა, მოქალაქეები მედიკამენტებზე მომატებული ფასის გამო, წამლების შეძენას ვეღარ ახერხებენ. 

„ვეღარაფერს ვეღარ ვყიდულობ, ვეღარ ვმუშაობ, ყველაფერი მომატებულია... ვეღარ ვყიდულობ მედიკამენტებს მე. ხანდახან მარტო პურზე გადავდივარ, მეტი არაფერი. საჭმელს ვეღარ ვყიდულობ,“ - ამბობს

ადამიანები, რომლებიც ოჯახებს ავტოსატრანსპორტო საშუალებებით არჩენენ, აცხადებენ, რომ საწვავის ფასის მატების გამო იძულებულები არიან, მგზავრობის საფასური გაზარდონ, ან საერთოდ გააჩერონ ავტომობილები.  

დღის ამბები