ვანდალიზმი სოფელ მატანში - გაძარცვულია ათამდე სასაფლაო და წაღებულია ეკლესიის ზარი, ბრინჯაოს, ალუმინის და რკინის ნაკეთობები.
სოფლის ერთ-ერთი მცხოვრებს სასაფლაოზე მისულს ბრინჯაოს ბიუსტი აღარ დახვდა. ვინ მოიპარა არ იცის, თუმცა დარწმუნებულია, რომ ეს ადგილობრივების გაკეთებულია.
ბრინჯაოს ბიუსტის გარდა წაღებულია რკინის ჯაჭვები, ალუმინის ორნამენტები და სასაფლაოს მოსაპირკეთებელი ისეთი ფრაგმენტები, რომელიც შეიძლება ფასეული იყოს.
ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ ეს ნივთები ფულის სანაცვლოდ ჯართში ჩააბარეს.
სოფელ მატნის მცხოვრებლები ყვებიან, რომ ქურდობის შემთხვევები ბოლო სამი კვირაა შენიშნეს, თუმცა პოლიციისთვის არ მიუმართავთ, რადგან დამნაშავის დასჯის იმედი მაინც არ აქვთ.
ადგილობრივების ვარაუდით, ეს ერთი ადამიანის გაკეთებული არ არის და საფლავები რამდენიმე პირმა გაძარცვა.
სხვა საფლავებიც რომ არ გაიძარცვოს უკვე ერთი კვირაა მატნელები სოფლის სასაფლაოს რიგ-რიგობით დარაჯობენ და იცავენ გარდაცვლილი ოჯახის წევრების საფლავებს.
მათი ინფორმაციით, დამანაშავეთა ჯგუფი ძირითადად შუაღამისას მოქმედებს. მათვე უკავშირებენ ასევე რამდენიმე დღის წინ სოფელ მატანში დამასტურის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ზარის დაკარგვასაც.
სოფელში იმედი არ აქვთ, რომ დაკარგულ ნივთებს დაიბრუნებენ.
ავტორი: ნინო გაზდელიანი, ია გულიაშვილი