17 ნოემბერი 2024,   07:50
ვრცლად
დუისის საარჩევნო უბნის დამკვირვებელი მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს

დუისის საარჩევნო უბნის დამკვირვებელი მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს.

ირმა ბაღაკაშვილი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებზე ოპოზიციის მხრიდან იყო წარდგენილი, კახეთის სამხარეო პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს.

ბაღაკაშვილის ინფორმაციით, მას დუისის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა თამარ მარგოშვილმა უჩივლა.

საქმე ეხება ბიულეტენზე გაკეთებულ წარწერას, რომლის ფოტოც დამკვირვებელმა არჩევნების დღეს გადაიღო და შემდგომ ის სოციალურ ქსელში გავრცელდა.

მას სამმართველოში კითხვები როგორც ბიულეტენის, ასევე მაჩალიკაშვილებთან მიმართებაშიც დაუსვეს. ჩივილს და ბაღაკაშვილთან ნაცნობობას საერთოდ უარყოფს თამარ მარგოშვილი.



დღის ამბები