ავტოსაგზაო შემთხვევას ქედაში, სოფელ დოლოგანში ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილებს შორის ერთი 22 წლის პატარძალი და 15 წლის მოზარდია. დაშავდა სამი ადამიანი, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
თვითმხილველების ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მომავალი ავტომობილი ჯერ ბორდიურს, შემდეგ კი მილს შეეჯახა.
მათივე თქმით, დაღუპულ გოგონას გუშინ ბათუმში ქორწილი ჰქონდა და სოფელში ბრუნდებოდა.