02 ივლისი 2024,   11:13
ვრცლად
კომპანია "google"-ს თანამშრომლების საპროტესტო აქცია მსოფლიოს მასშტაბით

კომპანია "google"-ს თანამშრომლების საპროტესტო აქცია მსოფლიოს მასშტაბით. ამერიკის, ევროპისა და აზიის ოფისებში მომუშავე პირებმა კომპანიში სექსუალური შევიწროების, არასათანადო ქცევისა და რასიზმის შემთხვევები გააპროტესტეს.

შეერთებულ შტატებში მდებარე სათავო ოფისის ასობით თანამშრომელმა აქცია მიმდებარე ტერიტორიაზე გამართა. მანამდე კი პროტესტში მონაწილეობა დუბლინის, ლონდონის, ციურიხის, ბერლინის, ტოკიოს და სინგაპურის ოფისების რამდენიმე ათასმა წარმომადგენელმა მიიღო.

კომპანიაში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ცნობილი გახდა, რომ "google"-ს ერთ-ერთმა მაღალი რანგის მენეჯერმა, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდნენ, კომპანიის დატოვების შემდეგ 90  მილიონი დოლარი მიიღო.


დღის ამბები