02 ივლისი 2024,   11:13
ვრცლად
თელავივიდან იერუსალიმში საელჩოს ბრაზილიაც გადაიტანს

შეერთებული შტატებისა და გვატემალას შემდეგ თელავივიდან იერუსალიმში საელჩოს ბრაზილიაც გადაიტანს. განცხადება ამის შესახებ ქვეყნის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა გააკეთა.

ჟაირ ბოლსო-ნარუმ დაპირება დიპლომატიური წარმომადგენლობის გადატანის შესახებ თავის წინასაარჩევნო კამპანიის დროს გასცა.

მისი თქმით, ისრაელი სუვერენული სახელმწიფოა და თავად შეუძლია გადაწყვიტოს, რომელია ქვეყნის დედაქალაქი.

განცხადებას უკვე გამოეხმაურა ისრაელის პრემიერ-მინისტრი. ბენიამინ ნეთანიაჰუმ გადაწყვეტილებას სწორი და ისტორიული ნაბიჯი უწოდა.

დღის ამბები