საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღების პროცედურასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ავრცელებს.
საგარეო უწყება მოუწოდებს საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩეველს თუ რეგისტრირებული კონკრეტულ მისამართზე, მიმართო საკონსულოს და გაიარონ რეგისტრაცია.
უწყება განმარტავს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ხმის მიცემის შესაძლებლობა არ ექნებათ.
„იმისთვის, რომ პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ კენჭისყრაში მონაწილეობა, უნდა იმყოფებოდნენ საკონსულო აღრიცხვაზე ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საზღვარგარეთის მისამართზე რეგისტრირებული.
საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც სურთ მონაწილეობა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში და არ იმყოფებიან საკონსულო აღრიცხვაზე, უკვე შეუძლიათ მიმართონ საკონსულო დაწესებულებებს/დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, ან ეწვიონ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ვებგვერდს www.geoconsul.gov.ge და ონლაინ დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე.
საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი მოქალაქეების სიის ცესკოსთვის გადაცემის ბოლო ვადა დაკავშირებულია არჩევნების მეორე ტურის თარიღთან და მას ცესკო განსაზღვრავს 28 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შეჯამების საფუძველზე“-ნათქვამია განცხადებაში.