17 ნოემბერი 2024,   07:55
ვრცლად
პროდიუსერი ვარ და გადაცემისთვის სტუმრებს ვათანხმებდი - შალვა რამიშვილი "ქართული ოცნების" ოფისში იმყოფებოდა 

„ქართული ოცნების“ ოფისში კონსულტაციები გრძელდება. ცოტა ხნის წინ მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში „პოსტ tv”-ის პროდიუსერი შალვა რამიშვილი იმყოფებოდა.

მან პარტიის ოფისი სათადარიგო გასასვლელიდან დატოვა. „რუსთავი2“-თან საუბრისას კი განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ოფისში გადაცემაში სტუმრების დასაპატიჟებლად მივიდა.

„პროდიუსერი ვარ გადაცემის და ვათანხმებდი სტუმარს. ძალიან ხშირად ვათანხმებ მოსვლით სტუმარს,“-ამბობს რამიშვილი.

კითხვაზე თუ ვის შეხვდა „ქართული ოცნების“ ოფისში „სტუმრების შესათანხმებლად“, რამიშვილი ამბობს, რომ ეს უკვე მისი ჟურნალისტური საქმიანობის ნაწილია.

ავტორი: ნინო გაზდელიანი

დღის ამბები