ახალქალაქში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაშავებულები ამ დრომდე კლინიკაში რჩებიან.
საავადმყოფოს ექიმები ამბობენ, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და უკვე შეუძლიათ ტრავმატოლოგიური კლინიკა დატოვონ. მიუხედავად ამისა, დაშავებულების ოჯახის წევრები ითხოვენ, რომ პაციენტები სამედიცინო დაწესებულებაში დარჩნენ, რადგან მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვანად არ გაუმჯობესებულა.
ცოტა ხნის წინ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა კლინიკაში დამოუკიდებელი ექიმი მიიყვანეს, რომელიც ასევე ამბობს, რომ პაციენტებმა საავადმყოფო ჯერ არ უნდა დატოვონ.
„უცნაურია ექიმების ეს განცხადება, ვინაიდან პაციენტებს აღენიშნებათ მძიმე სახის დაზიანებები.
რაც მთავარია, თვითონ ითხოვენ ექიმებისგან, რომ სამედიცინო დაკვირვების ქვეშ კიდევ გარკვეული პერიოდი იმყოფებოდნენ“-ამბობს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ლევან ბეჟაშვილი.