ზურაბიშვილმა მხარდამჭერ კონცერტებზე თითო მომღერლის გამოსვლა 500 ლარად შეაფასა - აუდიტის სამსახური სალომე ზურაბიშვილის შტაბის მიერ ქართველი მომღერლებისთვის გადახდილ თანხებს ასაჯაროვებს.
შტაბის მიერ აუდიტის სამსახურში წარდგენილია მომღერლების სია და ჰონორარი, რომელიც შოუბიზნესის წარმომადგენლებს უნდა გადაუხადონ.
ღონისძიებების რეჟისორს, ბაკურ ბაკურაძეს ზურაბიშვილმა 1000 ლარი უნდა გადაუხადოს. ყველა მცირე ჰონორარს საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შესრულებული სიმღერებისთვის, "ფორტეს" სოლისტი ზურა მანჯავიძე მიიღებს - 250 ლარს.
142 ლარად და 90 თეთრად არის ზურაბიშვილის მიერ „შვიდკაცას“ თითო წევრის მიერ მთავარი საარჩევნო შეხვედრის ბოლოს შესრულებული სიმღერა.
ღონისძიებების რეჟისორმა, ბაკურ ბაკურაძემ ჰონორარი უარყო და მის პოლიტიკურ სიმპათიებზე საუბარი „კურიერთან“ არ ისურვა.
სანდო წყარომ „კურიერს“ მიაწოდა მიმოწერა ჯგუფიდან, რომლის დამფუძნებელიც მომღერალ ნინი ქარსელაძის დედა, ყოფილი მომღერალი ხათუნა ჟორდანიაა, რომლის გაფრთხილების შემდეგ, ყველა მომღერალი „კურიერს“ უკვე შეთანხმებულ იდენტურ პასუხს სცემდა.
მომღერლები უარყოფდნენ, რომ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ კლიპებსა და კონცერტებში მონაწილეობისთვის ჰონორარი გადაუხადეს. ისინი არც იმაზე საუბრობენ, იზიარებენ თუ არა ზურაბიშვილის განცხადებებს, რომელიც აგვისტოს ომს შეეხება.
სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილი დეკლარაციის შემდეგ კითხვები გაუჩნდა არასამთავრობო სექტორს.
აუდიტის სამსახურის მიერ გასაჯაროებული დოკუმენტში ასევე ასახულია რა თანხები დაიხარჯა არჩევნების პირველი ტურის კამპანიის ფარგლებში, ბილბორდებზე, ლაითბოქსებზე, ბანერებზე, ოფისების იჯარებზე თუ ტრანსპორტზე.
სალომე ზურაბიშვილმა ორი საარჩევნო კლიპიც გადაიღო, რომელზეც 75 ათას ლარამდე დაიხარჯა.