02 ივლისი 2024,   10:55
ვრცლად
ერდოღანმა პირველად ხაშოგის მკვლელობაში პირადად საუდის არაბეთის ხელისუფლება დაადანაშაულა

თურქეთის პრეზიდენტმა პირველად ჯამალ ხაშოგის მკვლელობაში პირადად საუდის არაბეთის ხელისუფლება დაადანაშაულა.

საკონსულოში მომხდარი სასტიკი მკვლელობიდან ერთი თვის თავზე რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა სტატია ვაშინგტონ პოსტში გამოაქვეყნა.

თურქეთის ლიდერი წერს, რომ მკვლელობის ბრძანება უშუალოდ საუდის არაბეთის ხელისუფლების უმაღლესმა პირებმა გასცეს.

გამოძიების ვერსიით, ჟურნალისტი საკონსულოში შესვლისთანავე გაგუდეს, შემდეგ კი ცხედარი დაანაწევრეს და მჟავა გადაასხეს.

მკვლელობიდან ერთი თვის თავზე ჯამალ ხაშოგის ხსოვნის პატივსაცემად ვაშინგტონში მემორიალური ღონისძიება გაიმართა, ლონდონში კი აქტივისტებმა საუდის არაბეთის საელჩოს მიმდებარე ქუჩას სახელი გადაარქვეს და ჯამალ ხაშოგის ბანერი გამოაკრეს. 

დღის ამბები