ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე პროკურატურამ ბრალი ქართული ოცნების დეპუტატის ოჯახის წევრებსაც წარუდგინა.
5 ბრალდებულს შორის არიან ენზელ მკონიანის შვილი - კარაპეტ მკოიანი, ძმა - მარტუმ მკოიანი და ძმის შვილი - ედუარდ მკოიანი.
ხუთივე პირის წინააღდეგ სისხლის სამართლის საქმე ძალადობის მუხლით აღიძრა.
ბრალდებულებმა პოლიციის შენობა გვიან ღამით დატოვეს. ისინი წარდგენილ ბრალს ნაწილობრივ აღიარებენ და აცხადებენ, რომ საქმეში მოწმეთა ცრუ ჩვენებებიც დევს.
აღმკვეთ ღონისძიებაზე ახალქალაქის სასამართლო დღეს იმსჯელებს.