ქართული ოცნების დეპუტატის და აქტივისტების მიერ სასტიკად ნაცემი ოპოზიციის წევრები ამ დრომდე ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში რჩებიან. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, დამოუკიდებელი ექსპერტის შეფასებით, კვლავ მძიმეა.
დილიდან ოპოზიციის დაშავებული წევრები საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმაც მოინახულეს.
ცოტა ხნის წინ კი მათთან ახალქალაქიდან გამომძიებლები ჩავიდნენ, რომლებმაც დაზარალებულებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი გააცნეს.
ოქმში არის საუბარი იმაზე, თუ რა მოხდა 29 ოქტომბერს. თუმცა, დაშავებულების უფლებადამცველმა ეს ოქმი არ ჩაიბარა, რადგან, მისი თქმით, არ შეესაბამება სიმართლეს.