ზვიად დევდარიანის მხრიდან სექსუალური შევიწროების 5-დან 3 ფაქტი ომბუდსმენის ოფისმა დაადასტურა.
სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა საქმეები და დაადგინა, რომ სიდას ყოფილი დირექტორის მხრიდან ადგილი ჰქონდა სექსუალური ხასიათის ვერბალურ და ფიზიკურ ქცევას, რომელმაც მსხვერპლ ქალებს შეუქმნა დამამცირებელი გარემო.
განცხადება პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე გაკეთდა.
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ხელმძღვანელის, ანა აბაშიძის, ინფორმაციით, დანარჩენ 2 საქმეზე შესწავლა შეწყდა, რადგან მომხდარიდან დიდი დრო იყო გასული და საკმარისი მტკიცებულებების მოძიება ვერ მოხერხდა.