02 ივლისი 2024,   11:00
ვრცლად
ეგვიპტეში თავდასხმას 7 კოპტი ქრისტიანი ემსხვერპლა

ეგვიპტეში თავდასხმას 7 კოპტი ქრისტიანი ემსხვერპლა. შემთხვევა კაიროს მახლობლად, მინიას რეგიონში, მოხდა.

შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს ავტობუსს, რომლითაც მორწმუნეები ნათლობიდან ბრუნდებოდნენ.

დაშავდა 20-მდე ადამიანიც, მათ შორის, ბავშვები. ეს ბოლო პერიოდში კოპტი ქრისტიანების წინააღმდეგ მომხდარი ყველაზე მასშტაბური თავდასხმაა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

დღის ამბები