02 ივლისი 2024,   11:02
ვრცლად
პაკისტანში დაჯგუფება "თალიბანის" სულიერი მამა მოკლეს

პაკისტანში დაჯგუფება თალიბანის სულიერი მამა მოკლეს. 80 წლის მაულანა ულ-ჰაქი ქალაქ რავალ პინდიში საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს. მას ცივი და ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. ცნობილია, რომ სასულიერო პირი იყო ერთ-ერთი ლიდერი, რომელმაც თალიბები ავღანეთის ხელისუფლებასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებაზე დაითანხმა.

მას მჭირდრო კავშირი ჰქონდა პაკისტანის პრემიერის პარტიასთან. იმრან კხანმა მაულანა ელ-ჰაქის მკვლელობა დაგმო და ძალოვანებს საქმის უმოკლეს ვადაში გამოძიება დაავალა.

დღის ამბები