17 ნოემბერი 2024,   07:48
ვრცლად
სოფელ ვარდისუბანში მგლებმა მსხვილფეხა საქონელი დაგლიჯეს - ზარალი 3500 ლარს აჭარბებს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში მგლებმა მსხვილფეხა საქონელი დაგლიჯეს. მეპატრონის, ვაჟა გოდერძიშვილის ინფორმაციით, 6 ხბო მინდორში ბალახობის დროს მტაცებლებმა დაგლიჯეს. მისივე თქმით, ზარალი 3500 ლარს აჭარბებს და დახმარებას ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვს. ვარდისუბანში მსგავსი შემთხვევა წელს პირველად დაფიქსირდა, თუმცა ადგილობრივების თქმით, გასულ წლებში მტაცებლები შინაურ ცხოველებს საცხოვრებელ სახლებთან ესხმოდნენ და ანადგურებდნენ.

დღის ამბები