24 აპრილი 2024,   18:16
ვრცლად
თელავში ჭაჭის ფესტივალი გაიმართა

თელავმა ჭაჭის ფესტივალს უმასპინძლა. ღონისძიებაში მონაწილე კომპანიებმა საკუთარი პროდუქცია სპეციალური სივრცეებში წარმოადგინეს.

ჟიურიმ როგორც კომპანიების, ასევე გლეხების მიერ გამოხდილი ჭაჭიდან წლის საუკეთესო ჭაჭაც დაასახელა. გამარჯვებულებს ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები გადაეცათ.

ფესტივალის დასასრულს თელავში კონცერტი გაიმართა. ღონისძიებას კახეთში ადგილობრივებთან ერთად, ტურისტებიც დაესწრნენ.

დღის ამბები