ქუთაისში, ლევან ანჯაფარიძის ფილმის სახელწოდებით "მტერი ჩემი - ძმა ჩემი" პრემიერა გაიმართა.
ფილმი 1991-1993 წლებში აფხაზეთში მომხდარ კონფლიქტზე მოგვითხრობს და მასში ქართველი და აფხაზი ადამიანების ურთიერთობაა ასახული. ფილმში ყველა თაობის, დაახლოებით 80 მსახიობი მონაწილეობს. მთავარ როლს კი ზურაბ სულხანიშვილი ასრულებს. გადაღებები ლისისა და ბაზალეთის ტბებზე 12 დღე მიმდინარეობდა. ფილმი “ქართული ფილმისა” და კონფლიქტური რეგიონების ფონდის ხელშეწყობით შეიქმნა.