ზესტაფონში ელექტრო ტექნიკის მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო „რუსთავი 2“-თან საუბრისას აცხადებს, გამოძიება სისხლის სამართლის კდოექსის, 177-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილით დაიწყო.
ამ დროისთვის ტარდება საგამოძიებო მოქმედებები და დგინდება, რა არის წაღებული მაღაზიიდან.