17 ნოემბერი 2024,   07:23
ვრცლად
"იმედის" მფლობელების საგანგებო მიმართვის შემდეგ, ტელეკომპანია ჟურნალისტების ნაწილმა დატოვა

ტელეკომპანია "იმედიდან" ორი ჟურალისტი წამოვიდა. ქეთი ბრაჭულმა და მართა არდაშელიამ ​ტელეკომპანია მას შემდეგ დატოვეს, რაც არხის მფლობელებმა საგანგებო მიმართვა გაავრცელეს. 

ჟურნალისტები არხის დატოვების შესახებ, სოციალურ ქსელში წერენ.

შეგახსენებთ, რომ "იმედმა" საგანგებო განცხადება რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, სადაც საუბარია იმაზე, რომ გააკეთებენ ყველაფერს, რათა არ დაუშვან სახელისუფლებო კანდიდატის მარცხი და ოპოზიციის კანდიდატის გამარჯვება. გუშინ კი მედიასაშუალებით გავრცელდა "იმედის" მმართველის, ირაკლი რუხაძის განცხადება, რომელიც მან თანამშრომლებს გაუგზავნა. ის წერს, რომ ყველა რესურსს გამოიყენებს დასახული მიზნის მისაღწევად. 

დღის ამბები