17 ნოემბერი 2024,   07:47
ვრცლად
არასრულწლოვანი გოგოს მიმართ შესაძლო გარყვნილი ქმედება - შსს-მ გამოძიება დაიწყო 

არასრულწლოვანის მიმართ შესაძლო გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

უწყებამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სოციალურ ქსელში ახალგაზრდა მამაკაცისა და სავარაუდოდ არასრულწლოვანი გოგოს მიმოწერა გავრცელდა.

ახალგაზრდა მამაკაცს პროფილის ინფორმაციაში სამუშაო ადგილად შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვს მითითებული. უწყებაში განმარტავენ, რომ მსგავსი პერსონალური მონაცემებით, გვარით და სახელით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი არ ჰყავს და არც ჰყოლია.

დღის ამბები