ქალების როლი სასამართლო სისტემაში - საკითხზე დღეს სასტუმრო რედისონში კონფერენციაზე მსჯელობენ. კონფერენციის მონაწილეები განიხილავენ საკითხს, უნდა იყვნენ თუ არა ქალები მართლმსაჯულების სფეროში წამყვან პოზიციაზე.
კონფერენცია, რომელიც მართლმსაჯულების სფეროს რეფორმირებას და ქალთა უფლებების დაცვას უკავშირდება, ევროპის საბჭოსა და „USAID”-ის ხელშეწყობით იმართება. დისკუსიას დეპუტატები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებიც ესწრებიან.