02 ივლისი 2024,   11:28
ვრცლად
წყალდიდობა იტალიაში - დაღუპულთა რაოდენობა 29 ადამიანამდე გაიზარდა

იტალიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 29-მდე გაიზარდა. ძლიერი შტორმი, რომელიც ქვეყნის რამდენიმე რეგიონში უკვე ერთი კვირაა მძვინვარებს, ამჯერად სიცილიას დაატყდა თავს.

პალერმოში გადაუღებელი წვიმის შედეგად მოვარდნილ ნიაღვარს 12 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი ემსხვერპლა. დაზარალებული რეგიონი უკვე მოინახულა იტალიის პრემიერ მინისტრმა. ტრაგედიის გამო პალერმოში ორდღიანი გლოვა გამოცხადდა.

დღის ამბები