02 ივლისი 2024,   11:32
ვრცლად
აშშ ირანს სანქციებს უწესებს - შეზღუდვები ძალაში დღეიდან შევა

შეერთებული შტატების ახალი სანქციები ირანის წინააღდეგ ძალაში დღეიდან შედის.
დამატებით შეზღუდვებს ამერიკის ფინანსთა სამინისტრო 600-ზე მეტ ენერგო, გადაზიდვისა და ფინანსურ სექტორში მომუშავე კომპანიასა და კერძო პირს უწესებს. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ სანქციების მიზანი ირანის რეჟიმის პოლიტიკის შეცვლაა.

ტრამპის ადმინისტრაცია ყველა იმ შეზღუდვის აღდგენას გეგმავს, რომელიც ვაშინგტონსა და თეირანს შორის 2015 წლის ბირთვული შეთანხმების მიღწევის შემდეგ გაუქმდა. შეზღუდვები იმ ქვეყნებსაც შეეხება, რომელსაც ირანთან სავაჭრო ურთიერთობები აქვთ.

ახალ სანქციები ირანის მოსახლეობამ გააპროტესტა. თეირანში აქციაზე ათასობით ადამიანმა გამოვიდა.

დღის ამბები