17 ნოემბერი 2024,   07:28
ვრცლად
"ამნისტიის შედეგად თავისუფლებაზე გამოვუშვით ისეთი სადისტები, რომელმაც 8 წლის ბავშვს სიცოცხლე წაართვა" - გრიგოლ ვაშაძე 

გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი ამნისტიის შესახებ კანონის ნაკლოვანებებზე საუბრობს. გრიგოლ ვაშაძის თქმით, 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ“ ამ კანონის შესაბამისად ციხიდან გამოუშვა მოძალადეები, გარყვნილ ქმედებაში და უცხო ქვეყნის ჯაშუშობაში მსჯავრდებული პირები და ამით ხელი შეუწყო ქვეყანაში კრიმინოგენული სიტუაციის გამწვავებას.

„ბესელიას, ფოფხაძის და კვაჭანტირაძის მიერ ინიცირებული ამნისტიის შედეგად თავისუფლებაზე გამოვუშვით რუსი ჯაშუშები შკრილნიკოვი და გეორქიანი და აგრეთვე  მუხროვანის მეამბოხეები და ისეთი სადისტები როგორიც გვარის და სახელის დასახელებაც არ მინდა, რომელმაც 8 წლის ბავშვს სიცოცხლე წაართვა სადისტურად გორში. 53 % -ით არის გაზრდილი კრიმინალი. თქვენ თვითონ დასდევთ იმათ ვინც ციხიდან გამოუშვით, რომ უან დააბრუნოთ. ეს მკვლელები, გამომძალველები და პედოფილები, თქვენ თვითონ დასდევთ და ცდილობთ ციხეში დააბრუნოთ. აი ეს არის განსხვავება გაერთიანებულ ოპოზიციას და ე.წ. ხელისუფლებას შორის,“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.  

ბრალდებული, იაგო ნებიერიძე მანამდეც იხდიდა სასჯელს ბევრი მიზეზით, მათ შორის, ფულის გამოძალვის ბრალდებით. არსებული ინფორმაციით, წლების წინ, ის ფულს სძალავდა ერთი დაკარგული ბიჭის მშობლებს. არსებობდა ეჭვი, რომ 11 წლის ზაქრო ბერძნიშვილი მან თვითონვე გაიტაცა, მაგრამ ეს ბრალი მას ვერ დაუმტკიცეს.

საპატიმროში ნებიერიძე მაინც მოხვდა და წესით, ის 2027 წლამდე უნდა მჯდარიყო ციხეში, მაგრამ ახალი ხელისუფლების პირობებში მას ამნისტია შეეხო და სასჯელი რამდენიმე წლით შეუმცირდა, ბოლოს კი დარჩენილი ვადა პრეზიდენტმა გაუნახევრა. 

დღის ამბები