17 ნოემბერი 2024,   07:45
ვრცლად
დაპირისპირება პოლიტიკურ ნიადაგზე - სენაკში კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომელი, სამსახურის უფროსის მოადგილეს შეურაცხყოფაში ადანაშაულებს

საჯარო მოხელეებს შორის პოლიტიკურ ნიადაგზე დაპირისპირება გრძელდება. ამჯერად სენაკის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომელი მზია გადელია შეურაცხყოფაში ამავე სამსახურის უფროსის მოადგილეს დავით ჭითანავას ადანაშაულებს.

გადელია ამტკიცებს, რომ ხელმძღვანელმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა არაერთხელ მიაყენა მხოლოდ იმის გამო, რომ ხელისუფლებას აკრიტიკებდა. იყო მუქარაც სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.

„კურიერის“ გადამღებმა ჯგუფმა ამ დაპირისპირებასთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხების მიღება სენაკის დეპუტატისგან სცადა, თუმცა ირაკლი ბერაიას თანმხლებმა პირებმა ჟურნალისტს დეპუტატთან მიახლოების საშუალება არ მისცა.

დღის ამბები