17 ნოემბერი 2024,   07:22
ვრცლად
8 წლის ბავშვის სასტიკი მკვლელობა გორში - ოჯახი ბრალდებულის გადაცემას და ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვს 

მოკლული 8 წლის ნანა ბერიაშვილის ოჯახის წევრები და ახლობლები, მკვლელობაში ბრალდებულის გადაცემას ითხოვენ. ამ მოთხოვნით აქცია გორში გუშინ გვიან ღამემდე გაგრძელდა. აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც მოკლული ბავშვის მამამ და ოჯახის ადვოკატმა შიდა ქართლის პოლიციის შენობა დატოვეს.

ადვოკატი იმ ფოტო და ვიდეო მასალას გაეცნო, რომელიც ბრალდებულის იაგო ნებიერიძის მიერ გოგონასთან მკვლელობამდე ჩადენილ გარყვნილ ქმედებას ადასტურებს. ნანა ბერიაშვილის ბაბუამ ბრალდებულის მათთვის გადაცემა და ლინჩის წესით დასჯა მოითხოვა.

"ამ ადამიანმა სუნთქვა უნდა შეწყვიტოს. მეტი არაფერი. ხალხს უნდა გადასცენ. თუ რამეს არ ლაპარაკობს, ჩვენთან ილაპარაკებს,"-განაცხადა ხვიჩა ბერიაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები