საქართველოს პრეზიდენტმა „პროფესიული განათლების კვირეულის“ მონაწილეებს მიღებაზე უმასპინძლა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, პროფესიული განათლება საგანმანათლებლო სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია.
კონფერენციის მონაწილეები საერთაშორისო კორპორაციების წარმომადგენლები იყვნენ დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან და ავსტრალიიდან, რომლებმაც ქართველ კოლეგებთან ერთად პროფესიული განათლების მიმართულებით საკუთარი ქვეყნებისა და კომპანიების გამოცდილებას განიხილეს.