02 ივლისი 2024,   10:54
ვრცლად
10 დაკარგული მარსელში - მაშველები ჩამონგრეულ სახლებში მეორე დღეა დაკარგულებს ეძებენ

საფრანგეთის ქალაქ მარსელში, სამძებრო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ქალაქში საცხოვრებელი სახლების ჩამონგრევის შემდეგ დაკარგულებს ეძებენ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამართალდამცველებისთვის უცნობია 10 ადამიანის ადგილსამყოფელი. უბედური შემთხვევის ადგილზე კინოლოგიური სამსახური მუშაობს.

მარსელის მერმა არ გამორიცხა, რომ მაშველებმა ნანგრევებში დაღუპულები აღმოაჩინონ. ქალაქის ისტორიულ ცენტრში 2 საცხოვრებელი სახლი გუშინ ჩამოინგრა. ადგილზე დაშავდა ორი ადამიანი.

დღის ამბები