ერთ დღეში ბრალის წაყენება, საიდუმლოდ გამართული სასამართლო პროცესი და 5000 ლარიანი გირაო - ოთარ ფარცხალაძისთვის გირაოს შეფარდებას "ფეისბუქით" გამოეხმაურა ლაშა თორდია.
"შევცდი, ციხეში ჩასმაზე გადავაჭარბე მოლოდინს, მინიმუმ ორი მილიონი მხოლოდ ამ გარიგებიდან გამოღლიტა მერიას“- წერს თორდია.
სასამართლომ ოთარ ფარცხალაძეს 5 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. საქმე ეხება გასულ წელს "ელცენტროში" მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ფარცხალაძე გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიას ფიზიკურად გაუსწორდა.
საქმე ძიებაში წელიწადი და 7 თვის განმავლობაში იყო, თუმცა ყოფილ მთავარ პროკურორს ბრალი მხოლოდ გუშინ წარუდგინეს. უფლებადამცველის ინფორმაციით, ფარცხალაძისთვის გირაო ბრალდების მხარემ მოითხოვა. ყოფილი მთავარი პროკურორი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.
ფოტო: არქივი