02 ივლისი 2024,   10:43
ვრცლად
ნგრევა მარსელის ისტორიულ უბანში - ნაპოვნია მამაკაცის ცხედარი

მარსელის ისტორიულ უბანში ნგრევას მსხვერპლი მოჰყვა. ქალაქის მერის განცხადებით, მაშველებმა სახლების ნანგრევებში გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ამ დრომდე უცნობია რვა ადამიანის ბედი.

სამაშველო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. სამძებრო ოპერაციაში კინოლოგებიც მონაწილეობენ. ქალაქის ისტორიულ ცენტრში ორი საცხოვრებელი სახლი გუშინ ჩამოინგრა. წინასწარი ინფორმაციით, ორივე შენობა ავარიული იყო.

დღის ამბები