04 ივლისი 2024,   11:43
ვრცლად
"ეს რა შფოთვა დაგმართნიათ ძალიან შევშფოთდით გამოხატული ზომებით!" - გოგა ხაინდრავა ბლინკენს სოციალურ ქსელში პასუხობს

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებას საქნციებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"მივიღეთ ზომები შეშფოთების გამოსახატად. თქვენ ალბათ უფრო მეტს ნახავთ - ენტონი ბლინკენი. ვნახეთ! მთელმა მსოფლიომ! ეს რა შფოთვა დაგმართნიათ ძალიან შევშფოთდით გამოხატული ზომებით! მეტის ჩვენებას არ გირჩევთ! ჩვენზეც ნუღარ შფოთავთ! ჯანს მიხედეთ! ქვეყანას! ეს რა კანონი მიგვიღია!" - წერს სოციალურ ქსელ X-ზე ხაინდრავა.

ცნობისთვის, ბლინკენმა გამჭვირვალობის შესახებ კანონის შესახებ კომენტარი კიდევ ერთხელ გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ შეშფოთების ფონზე შტატებმა გარკვეული ზომები უკვე მიიღო, "ვფიქრობ, თქვენ უფრო მეტს ნახავთ ამ მიმართულებით" - დასძინა ბლინკენმა მედიის შეკითხვის საპასუხოდ.

დღის ამბები