17 ნოემბერი 2024,   07:24
ვრცლად
"ენმ" ხელისუფლებას ქუთაისში თეთრი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის აკრიტიკებს

„ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებას ქუთაისში თეთრი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის აკრიტიკებს. ქუთაისის საკრებულოს დეპუტატმა გიგა შუშანიამ ბრიფინგი ხიდზე გამართა და განაცხადა, რომ ნახევარი მილიონი ლარი ბიუჯეტიდან მერიამ წყალში გადაყარა, რადგან სამუშაოები უხარისხოდ არის შესრულებული.

შუშანიაა განცხადებით, ხიდს უსაფრთხოების პრობლემებიც აქვს. 

„ერთია, დოკუმენტალურად რაში გაწერს მერია ამ ნახევარ მილიონ ლარს და მეორე, არის ის, რასაც ხედავს მოსახლეობა. მეორე იქნება ის, რომ უსაფრთხოების პრობლემები ნამდვილად სჭირს ამ ხიდს და შესაძლოა, ხიდი, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო ამ ქალაქში, ძალიან მალე მთლიანად მისი კონსტრუქცია, არა თუ ზედაპირი, მისი მდგრადობა დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ,“ - განაცხადა გიგა შუშანიამ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ამ ბრალდებებს პროექტის ავტორი უარყოფს. არქიტექტორი გია ხუჯაძე ამბობს, რომ ხიდი ექსპლუატაციაში ჯერ მიღებული არ არის და წვრილმანი დეტალებია დასასრულებელი. ხიდი 2 დღის წინ გაიხსნა. 

 

 

 

 

დღის ამბები