მომეტებული საფრთხის შემცველი და მძიმე საქმიანობების რეგისტრაციის ვადა 15 ნოემბრამდე გახანგრძლივდა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და იუსტიციის სახლი მსგავსი საქმიანობით დაკავებულ პირებს მოუწოდებენ, იუსტიციის სახლებს, საზოგადოებრივ ცენტრებსა და საჯარო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებს დროულად მიმართონ. წინააღმდეგ შემთხვევაში დაგეკისრებათ ჯარიმა.
„გვინდა მოვუწოდოთ ყველა მძიმე, მავნე, საშიშ პირობებიანი საქმის განმახორციელებელ დამსაქმებელს, რომ გაიაროს 15 ნოემბრამდე რეგისტრაცია რეესტრში. მინდა აღვნიშნო, რომ რეგისტრაციის არ გავლა არ ათავისუფლებს ამ საქმიანობის განმახორციელებელს ინსპექტირების პროცესისგან. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ გაივლიან რეგისტრაციას, ამოქმედდება უკვე 1000 ლარიანი ჯარიმა,“ - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ.