02 ივლისი 2024,   10:54
ვრცლად
რუსეთის მორიგი ჩარევის თავიდან აცილება - Facebook-მა სერვერებიდან საეჭვო ანგარიშები წაშალა

რუსეთის მორიგი ჩარევის თავიდან ასაცილებლად Facebook-მა სერვერებიდან საეჭვო ანგარიშები წაშალა. ამერიკის შუალედურ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე სოციალური ქსელის სპეციალისტებმა 10 ათასობით ანგარიში შეისწავლეს და  ასობით მომხმარებელი გამოავლინეს, რომლებიც  საეჭვოდ და კოორდინირებულად მოქმედებდნენ.

ჩანაწერები რუსულ, ფრანგულ და ინგლისურ ენებზე კეთდებოდა და კონგრესისა და გუბერნატორობის კანდიდატების პოლიტიკურ დებატებს ეხებოდა.

კომპანიის კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, Facebook-ის 30-ზე მეტი და Instagram-ის 85 ჩანაწერი უკვე დაიბლოკა.

ამჟამად მათ სპეციალისტები სწავლობენ და რუსული კვლევითი ცენტრის ინტერნეტსააგენტოებთან კავშირებს ადგენენ.

დღის ამბები