სათხის ეკლესიის კანკელის ამ დრომდე მიუკვლეველი ფრაგმენტები არქეოლოგიური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადასცა.
6 ფრაგმენტი, რომელიც სამონასტრო კომპლექსზე მიმდინარე არქეოლოგიური გათხრებისას გამოვლინდა, დღეიდან შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში დაცულ ექსპონატებს შეემატება.
სათხის სამონასტრო კომპლექსის სრულმასშტაბიანი სარეაბილიტაციო პროცესი მე-5 თვეა, მიმდინარეობს.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის თქმით, კანკელის ფრაგმენტმა მთელი რიგი სამეცნიერო საკითხების ახლებურად გადახედვას შეუწყო ხელი.