ავტოსაგზაო შემთხვევა ცენტრალურ ავტომაგისტრალზე - თერჯოლის გადასახვევთან ავტომანქანა ჯერ ბორდიურს შეეჯახა, შემდეგ კი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა.
შემთხვევის შედეგად მანქანაში მჯდომი ოთხი ადამიანი დაშავდა. ისინი სხვადასხვა დაზიანებით კლინიკაში გადაიყვანეს, მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა. მანქანა საქორწინო კორტეჟში შედიოდა, რომელიც თბილისიდან ზუგდიდისკენ მიემართებოდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.