ძალოვნების მობილიზაცია ქუთაისში - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში დილიდან საგანგებო შეხვედრები მიმდინარეობს. ქუთაისში ჩასული იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვახტანგ გომელაურის მოადგილე, გრიგოლ ლილუაშვილი.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა არ დააკონკრეტეს, რა საკითხები განიხილებოდა და კონკრეტულად რა დავალებები მიიღეს გრიგოლ ლილუაშვილისგან.
არსებული ინფორმაციით, პოლიციის უფროსებთან შეხვედრა უკავშირდებოდა არჩევნების მეორე ტურს.