ბრიტანულ-ქართულმა აკადემიამ სოციალური კამპანიის ძლიერები არ ძალადობენის ფარგლებში გურამ კაშიას უმასპინძლა.
საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანთან ერთად, ამ კამპანიას სხვა გამორჩეულ სპორტსმენებთან ერთად უკვე შეუერთდნენ ლაშა ტალახაძე და გურამ თუშიშვილი.
კაშია კამპანიის კეთილი ნების ელჩია, მისმა სტუმრობამ აკადემიაში უდიდესი ინტერესი გამოიწვია და შეხვედრას 200-ზე მეტი ბავშვი დაესწრო.
კაშიას გარდა, ბრიტანულ-ქართულმა აკადემიამ თბილისის ლოკომოტივის ფეხბურთელებსა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებსაც უმასპინძლეს.