17 ნოემბერი 2024,   07:28
ვრცლად
„ყველა სიცრუის და დაპირების სათავე თვითონ ივანიშვილია" - სამოქალაქო განათლების სპეციალისტი ყოფილი პრემიერის მიმართვას არ იზიარებს

„ყველა სიცრუის და დაპირების სათავე თვითონ ბიძინა ივანიშვილია,“ - ამის შესახებ განცხადება სამოქალაქო განათლების სპეციალისტმა არინა თავაქარაშვილმა, გადაცემა არჩევანში ბიძინა ივანიშვილის მიმართვის შეფასებისას გააკეთა.

მისი თქმით, მისთვის, როგორც მოქალაქისთვის და ამომრჩევლისთვის ყოფილი პრემიერის გამოსვლა არის მიუღებელი, რადგან მან არ შეასრულა ის დაპირებები, რომელიც 2012 წელს ამომრჩეველს მისცა. არინა თავაქარაშვილის განცხადებით, მისი მიმართვა არის მცდელობა, რომ როგორმე მოიპოვოს საკმარისი ხმები სალომე ზურაბიშვილის გასაყვანად.

„დღეს საქართველოს არაორდინალურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. დღეს ამომრჩევლებმა სამოქალაქო გმირობა ჩაიდინეს. მათ არჩევანი სრულიად მშვიდად წყნარად გააკეთეს მისთვის მისაღები კანდიდატისთვის, როდესაც ასეთ თემებზე ვსაუბრობთ ბიძინა ივანიშვილს, როგორც მმართველი ძალის წარმომადგენელს, რომლისგანაც აბსოლუტურად უზურპირებულია ხელისუფლება და მის გარეშე არავინ და არაფერი არ ინიშნება, ხალხისადმი ასეთი მიმართვა არ უნდა გაეკეთებინა. პირველ რიგში იმიტომ, რომ მისი 6-წლიანი მმარველობა იმ გუნდთან, რომელიც 2012 წელში შეუდგა მართვას, არ არის იმ პრინციპებზე დაფუძნებული, რომელიც ქვეყნის აღმშენებლობას ისე წასწევდა, როგორც ჰპირდებოდა,“ - განაცხადა არინა თავაქარაშვილმა.  

დღის ამბები