"მე ვეცადე, მეპოვა საქართველოს მოქალაქეები თუ იყვნენ ამ მიმართვაში და ვერ ვიპოვე," - ასე აფასებს რეჟისორი დათო იმედაშვილი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას.
მისი თქმით, ჰქონდა დიდი სურვილი, რომ ყოფილი პრემიერისგან მოესმინა მიმართვა მოქალაქეებისადმი, თუმცა, ქვეყანამ მიიღო მხოლოდ მოწოდება ბიძინა ივანიშვილის ბიზნესპარტიორების მიმართ.
„ამომრჩეველი მე იქ ვერ ვიპოვე. მე ვიპოვე იქ რამდენიმე მესიჯი, რომ ჩემო ძველო ბიზნესპარტნიორებო, დამიბრუნდით და, თუ არ დამიჯერებთ და შეცდომას დაუშვებთ, ქვეყანას ექნება პრობლემა. მე მეტი აქ ვერაფერი ვერ ვიპოვე,“ - განაცხადა დავით იმედაშვილმა.