17 ნოემბერი 2024,   07:50
ვრცლად
"ივანიშვილი კამერის პირისპირ რომ ტირილის პირას არის, აგრძელებს იმას, რასაც აკეთებდა მთელი 6 წელი" - ნიკა მელია

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია, ბიძინა ივანიშვილს სიცრუეში ადანაშაულებს.

ნიკა მელია ამბობს, რომ ყოფილი პრემიერი ხალხს ატყუებს იმით, რომ, თუ კი გრიგოლ ვაშაძეს აირჩევს, ძველი რეჟიმი დაბრუნდება. რეალურად კი საუბარია გაერთიანებულ ოპოზიციაზე, რომელშიც გაერთიანებული ისეთი ადამიანებით, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის წევრები არასდროს არ ყოფილან.

ნიკა მელია ოთარ ფარცხალაძისთვის ბრალის წაყენებას და გირაოს შეფარდებასაც ეხმაურება.

მისი თქმით, ისე ჩატარდა სასამართლო, რომ ვერავინ გაიგო და არავის სჯერა, რომ ეს გარიგების შედეგი არ იყო.

„ეს ადამიანი კამერის პირისპირ რომ ტირილის პირას არის, აგრძელებს იმას, რასაც აკეთებდა მთელი 6 წლის განმავლობაში, დაისვა საკუთარი ძმაკაცი ფარცხალაძე და უთხრა - ოთარ, ჩემო ძმაო, ახლა მე მჭირდება, ხალხი იქნებ მოვატყუო და დავაჯერო, რომ არ არსებობს ხელშეუხებელი ადამიანი და გეხვეწები, წადი პოლიციაში, მერე ვითომ რაღაც ბრალს წაგიყენებენ და 5000 ლარიც გადაიხადე რა,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

მისი თქმით, კაცი, რომელიც ერთი დღის წინ საუბრობდა იმაზე, რომ ერთი წელი მომეცით და პრობლემებს მოვაგვარებო, დღეს ახდენს ისეთი ხალხის მობილიზებას, რომლებიც პირდაპირ არიან სისხლის სამართლის დამნაშავეები. ნიკა მელიას მაგალითისთვის გოგა ხაინდრავა და სოსო გოგაშვილი მოჰყავს.

ნიკა მელიას განცხადებით, ხალხი ცხოვრობს უკიდურეს გაჭირვებაში და არა აქვთ ელემენტარული საკვების და გზის ფული.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები