ტრაგედია ვარკეთილში - დაღუპულია 9 წლის გოგონა. მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო ბინაში მხუთავი აირის დაგროვებას უკავშირებს. ინტოქსიკაცია მიიღეს მშობლებმაც, რომლებიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა. შემთხვევის ადგილზე გვიანობამდე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. საინფორმაციო სააგენტო "ნიუ პოსტის" ინფორმაციით, მცირეწლოვანი არა გაზის გაჟონვის, არამედ მამინაცვლის ცემის შედეგად დაიღუპა, რის შემდეგაც მამაკაცმა სახლში კვალის დაფარვის მიზნით გაზი გაუშვა - ამ ვერსიას არც ახლობლები და არც შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს. უწყებაში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო. ექიმის თქმით, მამაკაცს ინტოქსიკაციის გარდა დაზიანება ხელის არეში აღენიშნება, რაც შესაძლოა, დაცემის შედეგად იყოს მიღებული.