17 ნოემბერი 2024,   08:36
ვრცლად
ევროპული საქართველოს წევრს, ბესიკ ლაზარიაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ

სიღნაღის პოლიციაში ევროპული საქართველოს წევრის ბესიკ ლაზარიაშვილი გამოკითხვა მიმდინარეობს. ლაზარიაშვილს წუხელ გვიან ღამით  სოფელ ქვემო ბოდბეში ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავდამსხმელების მოთხოვნა პოლიტიკისგან ჩამოშორება იყო.

მომხდარს გამოეხმაურა "ევროპული საქართველოს" სიღნაღის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მალხაზ ფეიქრიშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ დამნაშავეები აუცილებლად უნდა დაისაჯონ.

„ევროპული სარათველოს წევრი ბესიკ ლაზარიაშვილი ბრუნდებოდა მეგობრისგან სახლში გვიან საღამოს და თავს დაესხა სამი პიროვნება, რომლებმაც ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენეს და იძახდნენ, რომ  როდის უნდა გაჩერდე და მორჩე აქტიურობას. ფიზიკურად გასწორების შემდეგ შეიყვანეს “ტუპიკში,“ იქაც  საკმაოდ ძლიერად სცემეს, რის შემდეგაც ბესიკმა შეძლო თავის დაღწევა და გამოექცა, თორემ ისეთი განწყობა ჰქონდათ აუცილებლად სასიკდვილოდ გაიმეტებდნენ ამ პიროვნებას. ჩვენ მივმართეთ პოლიციას, აუცილებლად უნდა გამოიძიონ ეს საქმე და აუცილებლად უნდა დაისაჯონ სატანადოდ დამნაშავეები,“- აცხადებს "ევროპული საქართველოს" სიღნაღის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მალხაზ ფეიქრიშვილი.

ევროპული საქართველო მომხდარზე პასუხისმგებლობას მმართველ გუნდს აკისრებს.

დღის ამბები